ფაბლაბის პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის

20.12.2018

19 დეკემბერს, ევროპულ სკოლას წილად ხვდა პატივი ემასპინძლა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.
ელჩები და წარმომადგენლები საელჩოებიდან და წამყვანი ორგანიზაციებიდან დაესწრნენ სპეციალურად მათთვის გამართულ ინოვაციების ლაბორატორიის პრეზენტაციას.
სტუმრებმა საკუთარი თვალით იხილეს ევროპულ სკოლაში ახლადგახსნილი FabLab-ის უნიკალური ტექნიკური და საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში პირველ პრეცედენტს სკოლის სივრცეში მსგავსი სწავლების მოდელისა. ფაბლაბი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება უახლეს ტექნოლოგიებთან და შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Share on: