ფილმის "ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ" პრეზენტაცია

23.12.2018

23 დეკემბერს ევროპულ სკოლასთან არსებულმა “პუშკინის კლუბმა” (ხელმძღვანელი -ნატალია მიქელაძე) ჩაატარა მხატვრული ფილმის “ერთხელ თბილისში ან ათასი წლის შემდეგ” პრეზენტაცია.
პროექტის ავტორები არიან ნატალია მიქელაძე და ელისო ადამია, ხოლო ფილმში მონაწილეობენ პუშკინის კლუბის წევრი მოსწავლეები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ პატარა მსახიობები, მათი მშობლები, სკოლის დირექციის და ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ფილმმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

Share on: