ფილმის საქველმოქმედო ჩვენება ევროპულ სკოლაში: “ექვთიმე ღვთისკაცი“

04.04.2018

4 აპრილს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კინო-ჩვენება “ექვთიმე ღვთისკაცი.”
პრემიერა წარმოგვიდგინეს თავად რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა.
კინო-ჩვენების დასასრულს აუდიტორიას საშუალება მიეცა, გასაუბრებოდნენ მოსულ სტუმრებს, დაეფიქსირებინათ და გამოეხატათ საკუთარი ემოცია.
შემოსული თანხა გადაირიცხება ფილმის მხარდამჭერ ფონდში.

Share on: