ფსიქოლოგიური სამსახური

სკოლის ფსიქოლოგის ფუნქციაა, დაეხმაროს იმ მოსწავლეებს, რომელთაც სირთულეები აქვთ სკოლაში. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სწავლაში არსებული პრობლემებით, ენობრივი ბარიერით, ემოციური ფონით, ასაკობრივი ხასიათით, თანატოლებთან ურთიერთობასა  თუ გარემოსთან შეგუებაში არსებული პრობლემებით. სკოლის ფსიქოლოგი ეცნობა მოზარდს, ხვდება მშობლებს, მასწავლებლებს და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშავებს  გეგმას IEP (ინდივიდუალური განათლების გეგმა) ისე, რომ ამ პროცესში სკოლა და ოჯახი ბავშვის დასახმარებლად იმოქმედებენ შეთანხმებულად.

IEP გეგმა შეიძლება მოიცავდეს სპეციფიკურ სტრატეგიებს, რომელსაც მოსწავლე გამოიყენებს კლასში და სახლში ყოფნისას, საკლასო სივრცეში დახმარებას, ინდივიდუალურ მეცადინეობებს ან შეხვედრებს მცირერიცხოვან ჯგუფებში, პროცესების შეფასებას. მშობელს ან მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, ჩანიშნოს ფსიქოლოგთან შეხვედრა მოსწავლესთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად.

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თვლით, რომ თქვენს შვილს ესაჭიროება ფსიქოლოგის დახმარება?

უპირველესად უნდა გაესაუბროთ მასწავლებელს, რომელიც საჭიროებისამებრ დააკავშირებს მოსწავლეს სკოლის ფსიქოლოგთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ, პირადად შეხვდეთ ფსიქოლოგს.

რაც შეეხება კონფიდენციალურობას, ამ მხრივ მოსწავლეთა დახმარების ცენტრი მაქსიმალურად ითანამშრომლებს მშობელთან.

ფსიქოლოგი ყოველთვის აცნობებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, თუ ინფორმაციის სხვებთან გაზიარებას ჩათვლის საჭიროდ; ამასთან აუცილებლად გაითვალისწინებს მოზარდისა  და მშობლის სურვილს(თუ ასეთი იარსებეს),  დაცული იყოს კონფიდენციალურობა.

ცენტრი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს  მშობლების ფსიქოლოგიურ განათლებას.   სხვადასხვა კლასის მშობლებს სკოლაში სისტემატიურად უტარდებათ  ფსიქოლოგთან შეხვედრები. ამ შეხვედრების მთავარი მიზანია, გაგააცნონ  მშობლებს  ბავშვის ფსიქიკური განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი.

 

ქართული პროგრამის ფსიქოლოგი
ქეთევან ოსიაშვილი
keti.osiashvili@europeanschool.ge
 IB პროგრამის ფსიქოლოგი
ნათია მათეშვილი
natia.mateshvili@europeanschool.ge
 ასისტენტი
მარიამ მეზვრიშვილი
m.mezvrishvili@europeanschool.ge