ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში“

02.04.2018

2018-2019 სასწავლო წლისთვის დაიწყო “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა რეგისტრაცია. ამასთან დაკავშირებით 31 მარტს ჩატარდა ღია კარის დღე “ევროპულ სკოლაში,” სადაც დაინტერესებულმა სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა პროგრამა, რომელიც დაეხმარა მოსულ სტუმრებს უფრო ახლოს გაცნობოდნენ სკოლას. ისინი სკოლის დარბაზში დეტალურად გაეცნენ სკოლის პროგრამებს და იმ უპირატესობებს, რომლებიც “ევროპულ სკოლას“ გააჩნია. საინტერესო იყო სკოლის ტური მოსწავლეების თანხლებით; მათი დახმარებით მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა და გაესაუბრნენ თითოეული პროგრამის კოორდინატორს, დაესწრნენ საჩვენებელ გაკვეთილებს. ღია კარის დღე მისასალმებელი სიტყვით გახსნა სკოლის აკადემიურმა დირექტორმა, სოფიო ბაზაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპული სკოლის მთავარი უპირატესობები და ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცოდნის მიღებას “ევროპულ სკოლაში“ გადაწყვეტენ.


Share on: