შეხვედრა საქართველოს ელჩთან საბერძნეთში

01.12.2018

30 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილი, შეხვდა “ევროპული სკოლის“ ქართული სექტორის მოსწავლეებს, რომლებიც ათენს თემატური კონფერენციის ჩატარებისა და სხვადასხვა პრეზენტაციების გამართვის მიზნით ეწვივნენ. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველო-საბერძნეთის და საქართველო-სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებს, მიიღეს ინფორმაცია საბერძნეთში ქართული დიასპორის შესახებ, საქართველოს ელჩს დაუსვეს კითხვები საქართველოს საგარეო უწყების ფუნქციონირებისა და საქართველოს მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის შესახებ.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატურად და წარმატებით მონაწილეობენ კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში “ოქროს საწმისი“, რომლის ორგანიზატორები არიან თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და საბერძნეთის საელჩო საქართველოში.

Share on: