ხარისხის მართვის სამსახური

“ევროპულისკოლა“ მოწოდებულია, დაამკვიდროს სწავლა-სწავლების უმაღლესი სტანდარტები,  რომლებიც სკოლის სტარტეგიულ გეგმაშიც აისახება. სკოლა ისწრაფვის, მოსწავლეთა საუკეთესო შედეგები მათთვის მდიდარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზების გზით უზრუნველყოს.

სკოლაში დანერგილია მთელი რიგი პროცესები, რომელთა მიზანია სწავლების  უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო შესაძლებლობების მონიტორინგი და განვითარება.

  • განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სასკოლო მექანიზმების შემუშავება;
  • ხარისხის უზრუნველყოფის საგარეო მექანიზმების დანერგვა და მათი შემდგომი დახვეწა საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისგზით;
  • სწავლა-სწავლების სისტემატური მონიტორინგი და დანერგილი პრაქტიკის გადასინჯვა;
  • თანამშრომელთა ინდივიდუალური განვითარების, სწავლების პროცესის დახვეწის, სწავლებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;
  • სწავლებაში მიღწეული წარმატებების აღნიშვნა და წახალისება;
  • მოსწავლეთა შედეგების მონიტორინგი და შეფასება;
  • სკოლის საზოგადოების უკუკავშირის გათვალისწინება სწავლა-სწავლების ხელშეწყობის მიზნით.
  • სწავლის ხელშეწყობისა და შინაარსობრივად გამდიდრებისასთვის საჭირო  სერვისების შეთავაზება.

 

მენეჯერი

ხარისხის მართვის სამსახური
ნანა ფაცია
n.patsia@europeanschool.ge