ხშირად დასმული კითხვები

ახალი ქვეყანა, ახალი სკოლა, ახალი ენა…. ეს ყველაფერი შეიძლება მოგეჩვენოთ რთულ პროცესად და დიდ გამოწვევად, თუმცა ასე ნამდვილად არ არის! დაუკავშირდით ჩვენი სკოლის მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის უფროსს ლინდა ციცქიშვილს ნომერზე:  +995 599 210 848  ან მისწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: admissions@europeanschool.ge  და დაუსვით რამდენი შეკითხვაც გსურთ. რაც უფრო სწრაფად დაეკონტაქტებით მას, მით უფრო სწრაფად მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი ინტერესების გათვალისწინებით.

ხშირად დასმული კითხვები:

 

ჩვენი სკოლის ნებისმიერ პროგრამაში კლასში არის 20-მდე მოსწავლე.
სკოლა მუშაობს 9:00-დან 17:00-საათამდე. სკოლაში დროულად გამოცხადება მნიშვნელოვანია სწორი ჩვევების გამოსამუშავებლად.
გადასახადში შედის: სწავლის საფასური, სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალა (მხოლოდ IB MYP და IB DP პროგრამებისთვის), საჭიროების მიხედვით მოსწავლეთა დახმარება ინგლისურ ენაში, ხელშეწყობა სწავლაში, კონსულტაციები უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების არჩევისას, კვება სკოლაში (დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მე-5 კლასის ჩათვლით).
ზოგიერთ ექსკურსიაზე წასვლის საფასურს იხდის მშობელი. არსებობს გადასახადები გარკვეულ არჩევით კლასგარეშე აქტივობებზე.
ზოგადად, სწავლის გადასახადის ჩარიცხვა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ნახევრის ჩარიცხვა ხდება აკადემიური წლის დაწყებამდე, მაისში; მეორე ნახევრის ჩარიცხვა კი – მეორე სემესტრის დაწყებამდე, იანვარში. სრული წლიური გადასახადის ადრეულად ჩარიცხვის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი შეღავათი.
სკოლის ფორმის შესაძენად უნდა მიბრძანდეთ ატელიეში, რომელიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში,“ მეორე სართული, ოთახი 207ბ, მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. 7.
ბავშვის ჩარიცხვა შესაძლებელია მთელი წლის მანძილზე. ჩვენიმიღებისა და ჩარიცხვის სამსახური მუდმივ მზადყოფნაშია, დაეხმაროს მშობლებსა და ოჯახებს ჩარიცხვის პროცედურების მშვიდად და სასიამოვნოდ წარმართვაში.
არა, მაგრამ, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
ზოგიერთ ჯგუფში, შესაძლოა, არსებობდეს სათადარიგო სია. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ ადგილის დასაჯავშნად.
დიახ, მე-6 კლასამდე ვიღებთ მოსწავლეებს, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურს; მე-9 კლასამდე კი მათაც, ვინც მცირე დონეზე ფლობს ენას. მოსწავლეთა დახმარების ცენტრი დაეხმარება ბავშვებს, გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა.
გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ თქვენი შვილის ტანსაცმელზე აღნიშნული იყოს მისი სახელი და გვარი, რათა დავაბრუნოთ ნივთები დაკარგვის შემთხვევაში. ჩვენ ყოველ სემესტრში ვაგროვებთ დაკარგულ ნივთებს. დაკარგული საკუთრების საწყობი მდებარეობს ლიფტის გვერდით. იმ ნივთებს, რომლებსაც არავინ მოითხოვს, ვგზავნით საქველმოქმედო მაღაზიებში.
უსაფრთხოების მიზნით, მოსწავლეები არ უნდა ატარებდნენ სამკაულებს სკოლაში; დასაშვებია მაჯის საათის ტარება; იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვს ყურები გახვრეტილი აქვს, შესაძლებელია მცირე ზომის საყურის გაკეთება. აღნიშნული ნივთები მოსწავლეებმა უნდა მოიხსნან ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე.
მოსწავლეებმა სკოლაში უნდა მოიტანონ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისთვის საჭირო ტანსაცმელი. ბაღისა და და პირველი კლასის მოსწავლეები ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ესწრებიან შენობაში და შეუძლიათ, ჩაიცვან მხოლოდ შარვალი და ჟილეტი, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების გარეთ ჩატარების შემთხვევაში კი მოსწავლეებს აცვიათ სპორტული ფეხსაცმელი.
თუკი თქვენი შვილი თავს შეუძლოდ გრძნობს, უმჯობესია, შინ დარჩეს. გთხოვთ, დაუკავშირდეთ სკოლას და აცნობოთ სკოლის გაცდენის მიზეზი. ასევე შეგიძლიათ, ManageBac-ში ატვირთოთ შესაბამისი ცნობაც.
სამწუხაროდ, ზოგჯერ სკოლაში ბავშვმა, შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოს, ან შეემთხვეს რაიმე ინციდენტი. ამ შემთხვევაში სკოლა გიკავშირდებით თქვენ. თუკი ჩვენ თქვენთან დაკავშირებას ვერ შევძლებთ, შესაძლოა, ამან ბავშვის მდგომარეობა გააუარესოს. ამიტომ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოქმედი საკონტაქტო ნომრები და გვაცნობოთ დაუყოვნებლივ, თუკი აღნიშნული საკონტაქტო ინფორმაცია იცვლება.
გთხოვთ, მოსწავლე დროულად მოიყვანოთ სკოლაში. სკოლაში დაგვიანებით მოსვლა ნიშნავს იმას, რომ მან გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკვე გამოტოვა. ასევე, დაგვიანებამ, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს თქვენი შვილი და ხელი შეუშალოს საგაკვეთილო პროცესს. გთხოვთ, დაესწროთ მშობელთა კრებებს და სკოლის მნიშნელოვან ღონისძიებებს; დაგვეხმაროთ საქველმოქმედო ფონდების მოძიებაში; შემოგვთავაზოთ სასკოლო ექსკურსიებზე წასვლა; დაგვიკავშირდეთ, თუკი ბავშვს სკოლის გაცდენა უწევს; გაეცნოთ ყველა წერილს, რომელიც ბავშვს სკოლიდან შინ მოაქვს; დაეხმაროთ თქვენს შვილს საშინაო დავალების მომზადებაში; შეაქოთ ბავშვები და წაახალისოთ ისინი.
მასწავლებლები დილაობით საგაკვეთილო პროცესისთვის მზადებით არიან დაკავებულნი და ამ დროს მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებას თუ გაეცნობიან. მათთან საუბარი გაცილებით უფრო მოსახერხებელია დღის ბოლოს, როდესაც გაკვეთილები დასრულებულია. ისინი მზად არიან, დანიშნონ თქვენთან შეხვედრა, თუკი ხანგრძლივი საუბარი გსურთ. მშობლებსა და მეურვეებთან შეხვედრა შესაძლებელია მშობელთა კრებების დღეებშიც.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გაეცანით ამა თუ იმ კონკრეტული პროგრამის შესაბამის გვერდებს.