ჯანსაღი კვების სახალისო გაკვეთილი შეფ-მზარეულისაგან

05.10.2018

ჩვენი ბაღის მოსწავლეებში ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაზე ევროპული სკოლის შეფ-მზარეულ გიორგისთან ერთად ვმუშაობთ.
გიორგი პატარებს ესაუბრა ყოველდღიურ რაციონში ხილ-ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობასა და მათ სასარგებლო თვისებებზე. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ მის რჩევებს და აქტიურად უსვამდნენ კითხვებს.
ამის შემდეგ, გიორგიმ პატარებთან ერთად ხილისა და ბოსტნეულისაგან სხვადასხვა სახალისო კომპოზიციები შექმნა, რომელთაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურეს. შეხვედრის დასასრულს, მათ ერთად დააგემოვნეს ჯანსაღი და გემრიელი ნამუშევრები.
ბავშვებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დღეიდან უფრო ხშირად მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს.

Share on: