ბოსტონის უნივერსიტეტის ინფო-სესია ევროპულ სკოლაში

28 სექტემბერს ევროპულ სკოლას ბოსტონის უნივერსიტეტის მიღების სამსახურის წარმომადგენელი Liam McCartney ეწვია. ჩვენი სკოლის სამივე პროგრამის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, დასწრებოდნენ ინფო-სესიას, სადაც მათ მოისმინეს ძალიან ღირებული და სასარგებლო რჩევები ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა აპლიკაციების განხილვისა და შერჩევის პროცესის შესახებ.
მსგავი ვიზიტები ეხმარება ევროპული სკოლის სტუდენტებს, უფრო ახლოს გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე მაღალმოთხოვნადი უნივერსიტეტების მოთხოვნებს, კულტურასა და მოლოდინებს მათი მომავალი სტუდენტების მიმართ.
მოხარულები ვართ, რომ ევროპული სკოლის სამივე პროგრამის (ქართული პროგრამა, საერთაშორისო ბაკალავრიატი, ამერიკული უმაღლესი სკოლა) მოსწავლეებისათვის მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კარი ღიაა.

 

Share on: