დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა.
დილა დაიწყო სკოლის მისაღებში შეკრებით, სადაც გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი საქართველოს დროშა და პირველი რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, კანონები, ფულის ერთეული – ბონი. გაკვეთილებზე ხაზი გაესვა 26 მაისის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა სკოლის ეზო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლიკით მოხატეს, კედლებზე კი ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს წარწერა: 100 FREE.

Share on: