ევროპული სკოლა- eTwinning-ის მონაწილე

გასულ წელს ”ევროპული სკოლის” ისტ-ის პედაგოგმა დავით ნოზაძემ მოსწავლეები ჩართო eTwinning-ის პროექტში” ვეწვიოთ მეორე ქვეყანას”. გუნდი, რომლის წევრებიც იყვნენ მოსწავლეები: ელენე ჯოხაძე, ელენე ფანჯაკიძე, ლიზა კვიჟინაძე, მარიამ ოქრიაშვილი, სალომე ზედგენიძე და თორნიკე ყუბანეიშვილი, დაუმაგობრდა საბერძნეთის ერთ-ერთი სკოლის გუნდს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საბერძნეთის ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს; განევითაებინათ 21-ე საუკუნის უნარები; გაეზიარებინათ ინფორმაცია უცხოელი თანატოლებისთვის პრეზენტაციების, ვიდეოების, ვიდეოკონფერენციების საშუალებით , სადაც საკომუნიკაციო ენად იყენებდნენ ინგლისურს; შეედგინათ ტურისტული მარშრუტი და განრიგი; გაეცნობიერებინათ საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის მნიშვენელობა და რაც მთავარია, შეეძინათ ახალი მეგობრები. ცოტა ხნის წინ ”ევროპული სკოლის” პროექტი ევროპის ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.

Share on: