“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ორგანიზაცია “ეკოხედვას“ ესტუმრნენ

2018 წლის 15 თებერვალს მე-6 ა კლასის მოსწავლეები ბუნების პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციაში “კავშირი მდგრადი განვითარებისათვის – ეკოხედვა“, სადაც “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის ძირითადი თემა იყო ბიომრავალფეროვნება. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე – სახალისო შემეცნებით თამაშებს. ტრენინგის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ “ეკოხედვის“ მიერ მომზადებული და გამოცემული საბავშვო, გარემოსდაცვითი წიგნები და ჟურნალები.

Share on: