ვიკი-კემპი “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 17 მარტს “ევროპულმა სკოლამ” “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ერთდღიან ვიკი-ბანაკს უმასპინძლა. რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის მუშაობაში ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლეც მონაწილეობდა: თორნიკე ყუბანეიშვილი, ელენე ფანჯაკიძე, ელენე ჯოხაძე და ზაალ ჭუმბურიძე.
ვიკი-ბანაკი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის და მისი პრეზიდენტის, ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მანანა შეყილაძის ორგანიზებით ჩატარდა.
ერთ დღეში ჩვიდმეტმა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში 334 სტატია ატვირთა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ.
ვიკი-ბანაკის მონაწილეებს სკოლის პედაგოგმა დავით ნოზაძემ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე, ,როგორ დავიტანოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები “Google map“-ზე.

Share on: