ვინ ვართ ჩვენ - თემის შეჯამება და ექსკურსია შატო მუხრანში

ევროპული სკოლის IB პროგრამის მეორეკლასელებმა შეაჯამეს “ვინ ვართ ჩვენ” თემის ფარგლებში მიღებული ცოდნა და საკუთარი ხელით შექმნეს საზოგადოების მინი 3D მოდელები, სადაც თითოეულ წევრს მიანიჭეს მისი უნიკალური როლი და პასუხისმგებლობები. პატარებმა ერთად იმუშავეს მათ საზოგადოებაში არსებული თეორიული პრობლემების გადაჭრის გზებზე და თანატოლებს წარუდგინეს თავიანთი ხედვა.
შემაჯამებელი გაკვეთილის მეორე ნაწილი არაფორმალურ გარემოში, ქალაქგარეთ გაგრძელდა. მოსწავლეები ეწვივნენ შატო მუხრანსა და მის ულამაზეს ფერმას. ბავშვებმა თავად ამოავლეს ჩურჩხელები და გამოაცხვეს თონის პური და ხაჭაპური.

Share on: