ირმა ბარბაქაძე College Board-ის ფორუმზე

“ევროპული სკოლის“ ამრიკული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი ირმა ბარბაქაძე ერთწლიანი ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო და უმაღლესი განათლების ექსპერტის ხარისხის მოსაპოვებლად.
ამერიკაში ყოფნის პერიოდში ირმა ბარბაქაძე დაესწრო რომელიც ჩატარდა ნიუ იორკში 2017 წლის 25-27 ოქტომბერს. ფორუმს ესწრებოდნენ როგორც College Board-ის ხელმძღვანელები, ასევე წევრი სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
ქალბატონი ბარბაქაძე პირადად შეხვდა College Board-ის დირექტორებს: ქლეი ჰანსლის და რასელ დოვერს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ამერიკული უმაღლესი სკოლისა და მისი მოსწავლეების შედეგები; მათ ისაუბრეს მიმდინარე პრობლემებზე, კერძოდ ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომის საქართველოში აღიარების პროცესზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში AP გამოცდის შედეგების აღიარებისა და ქართული უნივერსიტეტების მიერ კრედიტის მინიჭების საკითხი. College Board-ის ორივე დირექტორმა გამოთქვა ინტერესი, მიმართონ საქართველოს განათლების მინისტრს ინიციატივით AP-აღიარების შესახებ. ასევე გამოითქვა მოსაზრება SAT-ის შედეგის აღიარების შესახებ, ვინაიდან იგი მოიცავს საქართველოში აპრობირებული უნარების გამოცდის ყველა კომპონენტს.

Share on: