კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა

2017 წლის 23 დეკემბერს, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია“ ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია საშუალო სკოლებსა და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის (საქართველოს უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი) მჭიდრო და გძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ორმოცი სკოლა. მხარეები მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო აქტივობების ხელშეწყობისთვის ახლებურად გააზრებული სასწავლო- შემოქმედებითი გარემოს ფორმირების მიზნით.

Share on: