კინოფესტივალი “ოქროს პეპელა“

15 მარტს, ESTV-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაოშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია საბავშვო ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს პეპელა 2018“ შესახებ. მან კინოხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს გააცნო პროექტის მიზანი და არსი, აგრეთვე ფესტივალში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები და პროგრამა. პრეზენტაციის დასასრულს მოზარდებმა იხილეს ფესტივალის წინა წლებში გამარჯვებული ფილმები.
ფესტივალი გაიმართება 29, 30, 31 მაისს და 1 ივნისს “ევროპულ სკოლასა“ და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

 

Share on: