კონკურსი “ ლეგოს ქალაქი“

ქართული პროგრამის და PYP 2-3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს MYP-ის მოსწავლის ზუკა ქევანიშვილის მიერ ინიცირებულ პროექტში “ ლეგოს ქალაქი“. პროექტის ფარგლებში, რვა კლასმა შექმნა “ლეგოს ქალაქი“ რობოტიკსის გაკვეთილებზე მასწავლებლების: ირინა კოჭლამაზაშვილი, ირმა მარღანია და მარიანა მოსაადი ხელმძღვანელობით. 12 დეკემბერს “ლეგოს ქალაქების“ გამოფენა მოეწყო “ლონდონ ავენიუზე“, სადაც გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები:

3 ა კლასი-ყველაზე ლამაზი ქალაქი;

2 ა კლასი-ყველაზე კრეატიული ქალაქი;

PYP 2 ა კლასი-ყველაზე კრეატიული ქალაქი.

კონკურსის გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცა ზუკა ქევანიშვილმა.

Share on: