კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს ჰიმნით, რომელიც შეასრულა “ევროპული სკოლის“ მოსწავლემ და საბავშვო ევროვიზიის კონკურსის პრიზიორმა – თამთა დიასამიძემ. სტუმრებსა და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიესალმნენ “ევროპული სკოლის“ აკადემიური დირექტორი, სოფიო ბაზაძე, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების დირექტორი, ქრისტო სტეინი, და ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ჯოზეფ ბლეიკი.

გამომსვლელებს შორის გახლდათ, ევროპული სკოლის“ 2018 წლის კურსდამთავრებულებიც. ჩვენი საპატიო სტუმრები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი, სიტყვით გამოვიდნენ და ჩვენს კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს. კურსდამთავრებულებს გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო მედლები.

დაჯილდოვების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა და სტუმრებმა გადაინაცვლეს “ევროპული სკოლის შიდა ეზოში, სადაც გაიმართა კურსდამთავრებულთა კონცერტი.

Share on: