მემორანდუმი ხანის აკადემიასთან

2018 წლის 31 მაისს “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ ხანის აკადემიის (Khan Academy) ფიზიკის მასალის გაქართულების მხარდამჭერი გახდა. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ქართული Khan Academy-ის მეშვეობით განათლების მიღებას შეძლებს 200 00-მდე მოსწავლე და სტუდენტი, ვისაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სიმბოლურად “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა.

“დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ დამფუძნებლები თვლიან, რომ განათლება განვითარებული, თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ღირებულებაა, ამიტომ განათლებაში ჩადებული ინვესტიციები ამ ღირებულებების დამკვიდრებისთვის გაღებული ის წილია, რომელიც მთლიანად ქვეყნის განვითარებაში იდება.

Khan Academy (ხანის აკადემია) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეო-გაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებაში და სხვა საგნებში.

Share on: