მოზარდთა ძალადობა

5 დეკემბერს “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ჩიტიძემ “ევროპული სკოლის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია ადამიანის უფლებებზე. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. იმავე დღეს ამერიკული სექტორის ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე შეიკრიბნენ ქართული და საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და მსჯელობა გამართეს ბოლო ხანებში მოზარდთა შორის გახშირებულ ძალადობასა და მის მიმართ შემგუებლური დამოკიდებულებით გამოწვეულ საფრთხეებზე. გაკვეთილზე, რომლის თემა იყო “ძალადობა და მასთან დაპირისპირების გზა“ მოზარდებმა გააკეთეს მნიშვნელოვანი დასკვნა – ძალადობაზე არანაკლებ საშიშია გულგრილობა მოძალადეთა საქციელის მიმართ.

 

Share on: