“მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“

“მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლების ლაშა ბუღაძის, რატი ამაღლობელის და დათო ტურაშვილის ჩართულობით და ევროპის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ტარდება უამრავი ლექცია, სადაც ქართველი მწერლები ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ. პირველ ნოემბერს ევროპულ სკოლას ამ თემაზე სასაუბროდ  ლაშა ბუღაძე ესტუმრა. მან მოსწავლეებს თვალსაჩინოდ წარმოუდგინა, თუ რას ნიშნავს ევროპა საქართველოსთვის და ასევე რუსულ პროპაგანდაზე და მის თანმხლებ საშიშროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ლექციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

 

Share on: