“ოქროს პეპელა“ 2018

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“ 2018 წლის 15 მარტიდან იწყებს რიგით მერვე ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო ფორმების მიღებას.
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია 18 წლამდე ასაკის მოზარდებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა:
1. უნდა გადაიღოს მოკლემეტრაჟიანი (7 წუთამდე) ანიმაციური, დოკუმენტური ან მხატვრული ფილმი და გააგზავნოს ფესტივალის ელექტრონულ ფოსტაზე: oqrospepela@gmail.com
2. უნდა შეავსოს ფესტივალის სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) და გააგზავნოს ფესტივალის ელექტრონულ ფოსტაზე: oqrospepela@gmail.com
3. ფილმის თემატიკა და ჟანრი არ არის შეზღუდული.
4. ფილმს თან უნდა ერთვოდეს სუბტიტრები ინგლისურ ენაზე.

სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მაისი.
სააპლიკაციო ფორმების განხილვასა და საკონკურსო ფილმების შერჩევას ახდენს ფესტივალის კომისია.
“ოქროს პეპელა“ გაიმართება 29, 30, 31 მაისსა და 1 ივნისს. ფესტივალი გაიმართება   ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა  და “ევროპულ სკოლაში“.
ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

1. საუკეთესო ანიმაციური ფილმი
2. საუკეთესო რეჟისურა
3. საუკეთესო ოპერატორი
4. საუკეთესო სცენარი
5. საუკეთესო მსახიობი გოგონა
6. საუკეთესო მსახიობი ბიჭი
7. საუკეთესო მონტაჟი
8. საუკეთესო გახმოვანება
9. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება
10. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
11. ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი საუკეთესო ფილმი
12.  წლის საუკეთესო ფილმი, რომელიც დაჯილდოვდება გრან-პრით “ოქროს პეპელა 2018“

პროგრამა:

სამშაბათი, 29 მაისი 
09 : 00 – 10 : 00 ფესტივალის მონაწილეთა რეგისტრაცია (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
10 : 00 – 10 : 30 ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
11 : 00 – 13 : 00 საკონკურსო ფილმების ჩვენება – პრეზენტაცია (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
13 : 00 – 13 : 30 ლანჩი (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
14 : 00 – 15 : 30 ექსკურსია კინოსტუდია “ქართულ ფილმში“ (დიღმის მასივი, ახმეტელის ქ. 10 ა)
16 : 00 – 17 : 30 მასტერკლასი (დიღმის მასივი, ახმეტელის ქ. 10 ა)

ოთხშაბათი, 30 მაისი 
09 : 00 – 12 : 00 საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება – პრეზენტაცია (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
12 : 00 – 13 : 00 ანიმაციური ფილმის  “ჯიბის კაცი“ პრემიერა (შეხვედრა ავტორთან)
13 : 00 – 13 : 30 ლანჩი (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
14 : 00 – 17 : 00 ვორქშოფები – სექციური მუშაობა: სცენარი, გახმოვანება, მუსიკალური გაფორმება (მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
18 : 00 – 20 : 00 სპორტული აქტივობა (“ევროპული სკოლა“)

ხუთშაბათი, 31 მაისი 
9 : 30 – 13 : 00 კინოექსპედიცია (პრაქტიკული გადაღებები) თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 13 : 00 – 13 : 30 ლანჩი
15 : 30 – 18 : 00 პრაქტიკული მონტაჟი (“ევროპული სკოლა“)
19 : 00 – 20 : 00 გადაღებული ფილმების პრეზენტაცია (“ევროპული სკოლა“)

პარასკევი, 1 ივნისი 
18 : 00 – 19 : 00 წითელი ხალიჩა (“ევროპული სკოლა“)
19 : 00 – 21 : 00 ფესტივალის დახურვა – დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი (“ევროპული სკოლა“)
21 : 00 – 22 : 00 ფურშეტი (“ევროპული სკოლა“)

 

სააპლიკაციო ფორმა

Share on: