პროექტი “ჩემი ქალაქი“

2018 წლის 18 მაისს “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში მოეწყო პროექტის – “ჩემი ქალაქი“ – ჩვენება.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ქართული პროგრამისა და IB პროგრამების II და V კლასების მოსწავლეები. მოზარდებმა მეორადი მასალებისგან დაამზადეს ქალაქის უბნების მაკეტები, სკვერები, შენობები, აეროპორტები, ხიდები, და ა.შ. მეორად მასალად ბავშვებმა გამოიყენეს ძველი ყუთები, ფერადი ფურცლები, კოქტეილის ჩხირები, პლასტელინი და კომპიუტერის დისკები. ყველა კლასში განსაკუთრებით აქტუალური იყო რეკრეაციული ზონებისა და გასართობი ცენტრების თემა.

Share on: