სასწავლო პროცესების მართვის პროგრამა “SCHOOL BOOK“

მიმდინარე წლის დასაწყისიდან “ევროპულმა სკოლამ” გადაწყვიტა, გაეუმჯობესებინა სასწავლო პროცესების მართვის არსებული ელექტრონული პროგრამა და დაენარგა ისეთი ინოვაციური პროდუქტი, რომლის დახმარებითაც მოხერხდებოდა მნიშვნელოვანი სასწავლო დანიშნულების ელექტრონული მონაცემების და რესურსების შექმნა, გაერთიანება და შეთანხმებული მუშაობა.
ამ მიზნით, 21 მარტს “Innovators Group Georgia“-სა და “ევროპულ სკოლას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სკოლამ მიიღო კომპიუტერული პროგრამა “SCHOOL BOOK“ -სასწავლო პროცესების მართვის, სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებელსა და მშობელს შორის ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის საშუალება.
“ევროპული სკოლის“ ისტ დეპარტამენტის წევრებთან თანამშრომლობით Innovators Group Georgia-იამ გაამრავალფეროვნა საკუთარი პროგრამა, რითაც “SCHOOL BOOK“ უფრო მოქნილი, მრავალფუნქციური და ჩვენი სკოლის საჭიროებებზე მორგებული გახდა.
11 დეკემბერს საზეიმოდ აღინიშნა პროექტის ძირითადი ეტაპის დასრულება. პროგრამა “SCHOOL BOOK“-ი წარმატებით ფუნქციონირებს, მას აქტიურად იყენებს სკოლის საზოგადოება, თუმცა თანამშრომლობა გრძელდება ახალი და ინოვაციური ფუნქციების შექმნის მიზნით.

Share on: