საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე “ევროპულ სკოლაში“

8 დეკემბერს საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე “ევროპულ სკოლას“ ესტუმრნენ: საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი პასკალ მენიე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი და სხვა საპატიო სტუმრები. ჩრდილების თეატრით, ფრანგული სიმღერებით, ლექსებით, კოსტიუმირებული თეატრალური სანახაობებით გაცოცხლდა სცენაზე საქართველო-საფრანგეთის საუკუნოვანი ურთიერთობის მნიშვნელოვანი მომენტები და ის სახეები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ურთიერთობის გაღრმავებაში.
ღონისძიების დასასრულს საფრანგეთის ელჩი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას.მან მოკლედ მიმოიხილა საქართველო-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25-წლიანი ისტორია; აღნიშნა თავისი წინამორბედი ყველა ელჩის ის თანადგომა, რომელსაც ისინი რთულ პერიოდში უწევდნენ ჩვენს ქვეყანას; გამოკვეთა სახეები, რომლებმაც კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებში შეიტანეს წვლილი. ბოლოს, საფრანგეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა “ევროპული სკოლის“ დამფუძნებლებს და დირექციას იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ სკოლაში ფრანგული ენის პოპულარიზაციის კუთხით და გამოთქვა მზაობა, რომ ხელს შეუწყობს “ევროპული სკოლისა“ და საფრანგეთის საელჩოს ურთიერთობის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

 

 

Share on: