სტუმრად წიგნის მუზეუმში

1 მარტს “ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმს. მასპინძელი მათი პედაგოგი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლდათ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპს. წიგნის მუზუმში მოზარდები გაეცნენ უნიკალურ ლიტერატურას. გიორგი კეკელიძემ პატარებს საკუთარი ზღაპრის წიგნი გადასცა საჩუქრად.

მოსწავლეები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

Share on: