სტუმრობა სოციალურ საწარმო ბაბალეში

7 ნოემბერს, ქართული სექტორის Iგ კლასი ექსკურსიაზე იყო სოციალურ საწარმოში “ბაბალე”. ბავშვები გაეცნენ ფერების შესახებ ინფორმაციას, თავად შეაზავეს და მიიღეს ფერები, რომლითაც მოხატეს კრეატიულად დამზადებული ხის ნივთები, ასევე, გააფორმეს ორნამენტებით და ბრჭყვიალა დეტალებით.
სათამაშოები, რომლებიც პატარებმა მოხატეს, თან წამოიღეს, რამაც ძალიან გაახარა ისინი.

Share on: