სწავლის პირველი დღე ევროპული სკოლის ბაღში, 2018-2019

10 სექტემბერს ჩვენს საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღვნიშნეთ.
ევროპული ბაღის ფერადი ოთახები ყველაზე საყვარელი და მხიარული პატარების ჟრიამულმა აავსო.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანი იყო იმ ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის, რომელთაც წელს პირველად შეაღეს საბავშვო ბაღის კარი.
გპირდებით კიდევ უფრო სახალისო აქტივობებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით დატვირთულ 2018-2019 წელს!

Share on: