ტრანსდისციპლინარული თემები

დაწყებითი სწავლების საფეხურზე 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება. მასში მონაწილეობა მიიღეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა და სხვადსხვა საგნის პედაგოგებმა.

პირველკლსელებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პოსტერები თემაზე “ჩემი გარეგნობა და თვისებები“. პატარების ხალისიანი განწყობა და სილაღე გადამდები აღმოჩნდა დანარჩენი კლასებისთვისაც. ოთხივე დღე განსხვავებული და ამავე დროს შინაარსიანი გახლდათ. ერთმანეთს ენაცვლებოდა მოსწავლეების საინტერესო ნამუშევრები, თემის ფარგლებში, უცხო ენებში დადგმული პატარა წარმოდგენები, პრეზენტაციები.

ვფიქრობთ, კარგი დასაწყისია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისთვის.

Share on: