ქართული პროგრამის ასამბლეა

7 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა ქართული პროგრამის პირველი ასამბლეა – მნიშვნელოვანი ღონისძიება ინფორმაციული თუ გასართობი დატვირთვით როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებელთათვის. ასამბლეაზე მოსწავლეებმა გააშუქეს უცხოურ ენათა საინტერესო პროექტები, ასევე – ინტერდისციპლინური თემა ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ. პრეზენტაციებს მოჰყვა დისკუსია პოპულარული რომანის “დიდი გეტსბის“ შესახებ. მე-12 კლასის მოსწავლემ, გიორგი მაჭარაშვილმა, თავისი მოსაზრებები გაუაზიარა აუდიტორიას რომანის მთავარ გმირთან დაკავშირებით. ასამბლეაზე საზეიმოდ აღინიშნა მოსწავლეთა მიღწევები, კერძოდ, “კომაროვის მათემატიკის ფესტივალზე“ “ევროპული სკოლის“ გუნდის გამარჯვება. სცენაზე გუნდის წევრების გამოჩენას თბილი შეძახილებითა და აპლოდისმენტებით შეხვდნენ თანატოლები. ღონისძიების ბოლოს “ლონდონ ავენიუზე“ მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრებისა და სპორტული მიღწევების გამოფენა.

 

Share on: