ყვავილების ფესტივალი “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 1 ივნისს, “ევროპული სკოლის“ ეზოში გაიმართა ყვავილების ფესტივალი. ფესტივალის სამზადისში მონაწილეობა მიიღეს ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მოსწავლეებმა.
სკოლის ეზოს ბავშვების ხელით შექმნილი ნამუშევრები ამშვენებდა. პატარებმა დაგეგმეს საქველმოქმედო აქცია – თავიანთი ხელით მოხატეს ყვავილების ქოთნები და გასაყიდად გამოიტანეს. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.
მე-5-6 კლასის მოსწავლეებმა ფესტივალის მონაწილეებს სახეზე ფერადი ყვავილები დაახატეს, დაწნეს გვირილების გვირგვინები და ღონისძიების დასასრულს ჩაატარეს ფლეშ-მობი.
ქართული პროგრამისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ყვავილების ფესტივალს “ევროპული სკოლის“ მშობლებიც შემოუერთდნენ.

Share on: