შემაჯამებელი გაკვეთილები ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრანსდისციპლინარული თემა “როგორ ვითანაცხოვროთ ცოცხალ სამყაროსთან.“
ბავშვებმა სახალისო აქტივობების მეშვეობით გადმოსცეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, განიხილეს სასარგებლო და მავნე ბაქტერიები, იმსჯელეს თუ რა გავლენას ახდენს მავნე ჩვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, და ისაუბრეს გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

Share on: