შეხვედრა რეჟისორ ნანა ჯანელიძესთან

11 დეკემბერს ”ევროპული სკოლის” ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, შეხვდნენ რეჟისორ ნანა ჯანელიძეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს მოთხრობა ”იავნანამ რა ჰქმნა” და ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი; წარმოადგინეს საკუთარი კვლევები და პრეზენტაციები აღნიშნული მოთხრობისა და ფილმის შესახებ; მოეწყო დისკუსია; სტუმარმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. პროექტს ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენის პედაგოგი თამარ ცაგარელი, სატელევიზიო სტუდიის ხელმძღვანელი ირაკლი ჯაოშვილი და ისტ-ის პედაგოგი მაია ჯოხაძე.

Share on: