შოკოლადის დამზადების მასტერკლასი შოკოლატერია “არტიზანში“

შაბათს, 10 ნოემბერს, 1ბ კლასი იმყოფებოდა შოკოლატერია “არტიზანში“, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს შოკოლადის გამოგონების ისტორია და გაეცნენ შოკოლადის ნაირსახეობებს. პატარებმა უყურეს შოკოლადის შიგთავსით შევსებისა და ყალიბებში ჩამოსხმის მასტერკლასს.
დასასრულს კი გემრიელად მიირთვეს მათ თვალწინ გაკეთებული შოკოლადის კანფეტები და ცხელი შოკოლადი.
|ყველა ბავშვი კმაყოფილი, დადებითი ემოციებით სავსე და ტკბილეულობით ხელდამშვენებული დაბრუნდა სახლში.

Share on: