3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის ავტორი ჩვენი სკოლის ფაბლაბში

ევროპული სკოლის ფაბლაბში გაიმართა ღონისძიება FAB-X Talks, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სპიკერი იყო დავით მიზანდარი, პროექტ Qvevri XYZ-ის ერთ-ერთი ავტორი.
Qvevri XYZ-მა პირველი ქართული 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრი შექმნა. ტრადიციული ქვევრის წარმოების პროცესების ნაცვლად, ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ, რისი მეშვეობითაც სტრუქტურულად გაუმჯობესებული და უფრო ხარისხიანი ქვევრი მიიღება.
ღონისძიებაზე დავითმა ისაუბრა, თუ როგორ აქციეს ეს ორიგინალური იდეა რეალობად და მოუყვა აუდიტორიას 3D ტექნოლოგიით ქვევრის შექმნის პრინციპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

Share on: