ESTV

ევროპული სკოლის ტელევიზია

მოგესალმებით, თქვენ შემოხვედით”ევროპული სკოლის” ტელევიზიის, ანუ ESTV–ს ინტერნეტ გვერდზე. ESTV 2007 წლის 17 სექტემბრიდან მაუწყებლობს “ევროპული სკოლის”  შიდა ეთერში და ინტერნეტ გვერდზე www.europeanshool.ge

ESTV –ს ხელმძღვანელობს რეჟისორი, პროდიუსერი, საბავშვო ფილმების  საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს პეპელა” დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი.

ESTV – ეს საბავშვო სატელევიზიო სტუდიაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნიკით. სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე შექმნილია საკაბელო ქსელი, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი მიეწოდება 220 მონიტორს. ისინი  განთავსებულია  კლას-კაბინეტებში, საკონფერენციო და ადმინისტრაციულ ოთახებში, დერეფნებში, სასადილოში, კაფეტერიასა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში.

ESTV- ს აქვს საკუთარი სიმბოლოები: ლოგო, ქუდი.

ESTV  საკაბელო ქსელში მაუწყებლობს დილის 8:30-დან  საღამოს 17:30-მდე;

ESTV-ს ძირითადი ამოცანა სასწავლო პროცესში მონაწილეობაა: ESTV-ს აქვს საეთერო ბადე, რომლის დაგეგმვა ხორციელდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე; პედაგოგი აკეთებს განაცხადს, თუ რომელ დღეს, რომელ გაკვეთილზე სურს აჩვენოს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული ვიდეომასალა. გაკვეთილზე სამეცნიერო, დოკუმენტური თუ მხატვრული ვიდეომასალის ჩვენება ხელს უწყობს მოსწავლეებს უფრო საფუძვლიანად და ღრმად გაიაზრონ შესასწავლი საგანი.

ESTV – სასწავლო–შემოქმედებითი ლაბორატორიაა, რომელიც მოიცავს:  საეთერო სტუდიას, სააპარატოსა და სამონტაჟოს, ასევე გახმოვანების სტუდიას. აქ მოსწავლეები  ტელე-ჟურნალისტიკის საფუძვლებს სწავლობენ, ეუფლებიან სატელევიზიო ტექნიკას და პრაქტიკულად ახორციელებენ თავიანთ იდეებს.

ESTV-ს  პროგრამების ნუსხაშია ყოველკვირეული საინფორმაციო გადაცემა – “ეს სიახლენი” ანუ “ES News” და საავტორო გადაცემები: “დიდი შესვენება მარისთან ერთად”, “ლიზას ათეული”, “პაწაწინა ანცობები ფარული კამერით”, “იკას ლანჩი”, “ვინ პირველი”, “ზუკას შოუ”, “დეტექტივი მარიკუშა”, “ანას შოუ”, ტელესერიალი “ჩოჩოს თავგადასავალი”, ასევე დოკუმენტური ფილმები სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე.

ESTV–ს ჟურნალისტები ყოველი თვის ბოლოს ამზადებენ თოქ-შოუს  “შეხვედრა სკოლის დირექტორთან”,     რომელიც   გადის  პირდაპირ       ეთერში.

ESTV  ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო ოთხშაბათს აწყობს სატელევიზიო სიუჟეტების კონკურსს თემაზე “ჩემი კლასი” და ავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რეპორტიორი, საუკეთესო წამყვანი და საუკეთესო რეჟისორი.

ESTV–ს ბაზაზე 2011 წლის 1 ივნისიდან ჩამოყალიბდა საბავშვო კინოსტუდია და საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა”, რომელშიც მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები. ფესტივალის პროგრამაშია: მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, მასტერკლასი, ვორქშოპი და დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია. ფესტივალი ყოველწლიურია და გამოავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში. კონკურსს აფასებს კომპენტენტური ჟიური და ბავშვთა ჟიური.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის “ოქროს პეპელა” ვებ-გვერდის მისამართია: www.goldenbutterfly.org

 

ტელევიზიის ხელმძღვანელი
ირაკლი ჯაოშვილი
i.jaoshvili@europeanschool.ge