MYP-ს ნოემბრის ასამბლეა

ორშაბათს, 12 ნოემბერს, ჩატარდა ევროპული სკოლის საბაზო პროგრამის (MYP) ნოემბრის ასამბლეა.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს სპექტაკლი “პატარა გრძელცხვირა”, რომელიც დადგმულია ცნობილი გერმანელი მწერლის, ვილჰელმ ჰაუფის, ნაწარმოების მიხედვით.
დრამის წარმოდგენის შემდეგ, მოხდა MYP-ს მიერ წინა თვეში განხორციელებული აქტივობების შეჯამება.
ასამბლეას ესწრებოდნენ მასწავლებლები, MYP-ს მოსწავლეები სრული შემადგენლობით და ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი, ქალბატონი სოფიო ბაზაძე.

Share on: