საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს თბილისში (სასტუმრო “ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“) ჩატარდა რიგით IV საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.
კონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობდა “ ევროპული სკოლის“ სამი პედაგოგი და ერთი მოსწავლე:
მაქსიმ იავიჩი (თემა: ”კიბერუსაფრთხოების ეთიკა მასწავლებლებისთვის”), შორენა აბესაძე (თემა: ”მათემატიკური ამოცანების ამოხსნა ტექნოლოგიების გამოყენებით”), დავით ნოზაძე და მისი მოსწავლე ზაალ ჭუმბურიძე (თემა: ”კოდირება ყველასათვის”).

Share on: