მე-4 კლასელთა გაერთიანებული ასამბლეა - ვსწავლობთ განსხვავებების პატივისცემას

9 ნოემბერს, ჩვენმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურიდან (PYP) ჩაატარეს გაერთიანებული ასამბლეა.
მათ თავი მოუყარეს ბოლო 6 კვირის მანძილზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და გაუზიარეს ის საერთაშორისო ბაკალავრიატის სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს.
ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი ქვეყნების შესახებ: აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ისრაელი, თურქეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, ომანი და ინდოეთი. მათ ასევე შეასრულეს ქართული, რუსული, თურქული და ინდური სიმღერები და ცეკვები.
6 კვირის მანძილზე მათ სასწავლო თემას წარმოადგენდა “ვინ ვართ ჩვენ“. მოსწავლეებმა გაიგეს, თუ როგორ უნდა გამხდარიყვნენ უკეთესი გლობალური მოქალაქეები და პატივი ეცათ ერთმანეთისთვის, მიუხედავად მათი განსხვავებებისა. მათ ასევე ისწავლეს, თუ რატომ არის ჩვენი გარეგნული სახეები განსხვავებული და როგორ გადმოგვეცემა ის მემკვიდრეობით მშობლებისაგან. ბავშვებმა შეისწავლეს სხვადასხვა კულტურა და მათი ელემენტები, ტრადიციები, კერძები, ხელოვნება და სხვა. მშობლების დახმარებით, მათ შეძლეს უკეთ შეეცნოთ საკუთარი კულტურული იდენტობა.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა გამოიკვლიეს, თუ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე კონფლიქტები და განიხილეს მათი გადაჭრის გზები. ბავშვებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი ბულინგის წინააღმდეგ.
მეოთხე კლასელთა ასამბლეამ აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან ხარ, ან რა ენაზე საუბრობ – ჩვენ ყველა პატივს ვცემთ ერთმანეთს და ერთად ვმუშაობთ, რომ გავხდეთ ნამდვილი მსოფლიო მოქალაქეები.

Share on: