საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამისა (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის დღე

18 აპრილს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, “ევროპული სკოლის“ IB PYP და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურიც შეუერთდნენ. პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებისაგან: “ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა მხიარულ სტარტებს უმასპინძლა: IB PYP-ის მეოთხე “ა,” “ბ “და “გ” კლასების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, ჩატარდა ღია გაკვეთილები და IB PYP-ის კონცერტი “ევროპული სკოლის“ ეზოში.
ასამბლეაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც წარმოადგინეს ტრანსდისციპლინარული თემები სხვადასხვა ფორმით, რაზეც საგნობრივად მუშაობდნენ მთელი წლის განმავლობაში.
ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრის სახით გადმოსცეს მოთხრობებში შესწავლილი ცხოველების ნირი.
ქართული პროგრამის I “ბ“ კლასის მოსწავლეებმა ბაქტერიების გავრცელების პრობლემა განიხილეს.
ქართული პროგრამის II კლასი მუშაობს თემაზე თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა; მხოლოდ ადამიანს ახასიათებს ეს თვისება? შესაძლებელია თუ არა ადამიანებმა და ცხოველებმაც იმეგობრონ? მოსწავლეებმა მუსიკალური პერფომანსითა და პრეზენტაციით ძაღლების თავშესაფრის შესახებ ნაწილობრივ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.
ქართული პროგრამის III კლასის მოსწავლეებმა კომპოსტის დამზადებასა და მცენარეების ზრდა-განვითარებაში სასუქის დანიშნულების შესახებ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია.
ქართული პროგრამის IV კლასმა ისაუბრა თაობებს შორის ურთიერთობების საკითხებზე.
ასამბლეა სხვადასხვა ნომინაციის დაჯილდოვებით დასრულდა.

დღე დაასრულა ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის ასამბლეამ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, მუსიკალური ნომრები, სპექტაკლები.

Share on: