ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები “ევროპულ სკოლაში“!

ევროპის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები: IE University (მადრიდი, ესპანეთი), EHL Hospitality Business School (ლოზანა, შვეიცარია), Brussels School of Governance (ბრიუსელი, ბელგია), Modul University Vienna (ვენა, ავსტრია), Università Bocconi (მილანი, იტალია) “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტების გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

ჩვენი მოსწავლეების ჩარიცხვები Ivy League –ის უნივერსიტეტებში გრძელდება!

ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე  მეთიუ ჯიაკვინტო კორნელის უნივერსიტეტმა მიიღო. ის ასევე აშშ-ის სხვა წამყვან უნივერსიტეტებშიც მიიღეს: University of Virginia, University of Rochester.

ინოვაციური კვირეული

XXI საუკუნის ტექნოლოგიებში გაწაფული მოსწავლეები სწავლების ინოვაციურ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას  და ასეთი მეთოდებით უკეთეს შედეგებს აღწევენ. “ევროპული სკოლის“ საბუნებისმეტყველო, მათემატიკისა თუ ინოვაციური ტენოლოგიების დეპარტამენტების ინოვაციურ კვირეულებში გამოიკვეთა, რომ ჩვენი მასწავლებლები, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების წასახალისებლად,  ფეხს უწყობენ ცვლილებებს  და ინოვაციებს  ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში ნერგავენ.

“ევროპული სკოლის“ კიდევ ერთი წარმატებული TEDx ღონისძიება!

TEDxIBEuropeanSchool-მა ახალ სახეებს, ახალ იდეებს, მოუყარა თავი სცენაზე. გამორჩეული ხედვების მქონე მოწვეულმა სპიკერმა თავისი ცხოვრების ეკომეგობრული თავგადასავლები გაუზიარა აუდიტორიას, მოსწავლეთა დამაფიქრებელმა გამოსვლებმა მსმენელებს განსხვავებული რაკურსით დაანახა საკითხები ტექნოლოგიების, ბუნების, მუსიკის, კოსმოსის, განათლებისა თუ სხვა სფეროებიდან.

#tiflisi23 #eypgeorgia15

“ტიფლისი 2023“ ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმი 17-21 ნომბერს გაიმართა. მასში 20 ქვეყნის 140- მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა და ერთად იზეიმა საქართველოს ახალგაზრდა ევროპელების 15 წლიანი ისტორიის მქონე ერთობა.

პოზიტიური კომუნიკაცია

თანამშრომელთა კეთილდღეობა “ევროპულ სკოლაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა, კომპანიის ეთოსის შესაფასებლად და ორგანიზაციული კულტურის გასაანალიზებლად, სკოლაში მოიწვია განათლების სპეციალისტი, ტრენერ-კონსულტანტი და ქოუჩი პაატა პაპავა. მოწვეულ სტუმართან თანამშრომელთა შეხვედრამ, რომელიც ორგანიზაციული თოქ შოუს ფორმატში გაიმართა, შეხვედრის მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რა როლი აქვს პოზიტიურ კომუნიკაციას სასკოლო კულტურაში და როგორ უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის გაძლიერება.

შემოდგომის ფესტივალი

დღეს “ევროპულ სკოლაში“ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა, მონაწილეები შემოდგომის ფერებში გამოეწყვნენ, შემოდგომის თემაზე შექმნილი დეკორაციები გამოჰფინეს, მონაწილეობა მიიღეს ხილის კალათების კონკურსში, სახის მოხატვასა და თუ ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვაში. შემოსული თანხით მოზარდები დაეხმარებიან კამპანიას “ერთად აჩისთვის“.

საერთაშორისო კონფერენცია

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით 2023 წლის 20 ნოემბერს გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.

ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“

ლიტერატურული კვირეული განსაკუთრებული, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი იყო მოსწავლეებისთვის. წიგნების ფესტივალი, ახალი გამოცემების წარდგენა, ლიტერატურული ვიქტორინის გამარჯვებულთა დაჯილდოება, მწერლებთან: მარიამ წიკლაურთან, რატი ჩიქოვანთან შეხვედრა, ჯგუფი “ნუ მიეყრდნობის" კონცერტი და ბოლოს, კვირეულის კულმინაცია - მწერალი დათო ტურაშვილის მასპინძლობა, მოზარდებისთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ ლიტერატურის მნიშვნელობაზე და გაეთავისებინათ წიგნის კითხვის მშვენიერება.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ირჩევენ “მწვანე“ მიმართულებას!

“ევროპული სკოლის“ საზოგადოების წევრები “მწვანე“ მიდგომებს ნერგავენ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ გარემოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

არჩევნები 2023

დღეს “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. ხმა მისცა VI-XII კლასის 787 მოსწავლემ. ამ პროცესის დასრულებისთანავე მოხდა ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა მარიამ ბეჟუაშვილი.

Haloween - 2023

“ევროპულ სკოლაში“ ჰელოუინის განწყობა ტრიალებდა გუშინ: მხიარულება, ენერგია, დეკორატიული გოგრები, დერეფნებში მოსეირნე სუპერგმირები, ფერიები და მოჩვენებები, რომლებიც ხალისით პოზირებდნენ ფოტოების გადასაღებად.