ICT დღე "ევროპულ სკოლაში"

2018 წლის 23 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ ტექნოლოგიების დღე ჩატარდა. ღონისძიებები დაყოფილი იყო თემატურსექციებად: “რიცხვების შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში,” “ქაღალდის რაკეტების შოუ,“ “ორგანზომილებიანი მასივები ყოფაცხოვრებაში,“ “მოციმციმე შუქდიოდის აგება არდუინოს გამოყენებით,” “როგორი უნდა იყოს ეფექტური პუბლიკაციები“ და ა.შ.

“ევროპული სკოლის“ ლონდონ ავენიუმ უმასპინძლა “რობოტექნიკის გამოფენას,“ სადაც I-V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი მოდელები და 3D კალმით შესრულებული ნამუშევრები.

ტექნოლოგიების დღე დაასრულა “STEM ვიქტორინამ,“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის მე-8 კლასის მოსწავლეებმა. ვიქტორინის ბოლოს, მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Share on: