ინოვაციების ლაბორატორია FabLab-ის საზეიმო გახსნა ევროპულ სკოლაში

სიამაყით წარმოგიდგენთ რეგიონში პირველ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას ჩვენი სკოლის სივრცეში.
️FabLab-ის არსებობა ევროპულ სკოლაში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება თანამედროვე ტექნოლოგიებთან და აღიჭურვონ ცოდნით, რომელსაც გამოიყენებენ საქართველოში საერთაშორისო დონის ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
ინოვაციურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, FabLab-ის მოდელი პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზეა დამყარებული, რაც კომპლექსში გააძლიერებს სკოლაში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სწავლების პროცესს.

Share on: