GIS სისტემების დანერგვა ევროპულ სკოლაში

3 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ ეწვია გეოინფორმაციული სისტემების(GIS) სპეციალისტი პროფესორი სერგო ციმურია. ისტ დეპარტამენტის თანამშრომლებსა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად მან განიხილა გეოინფორმაციული სისტემების დანერგვის საჭიროება სკოლაში. სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიებში დამონტაჟდება GIS სისტემებთან სამუშაო პლათფორმა, რაც გაამარტივებს კვლევების ჩატარების პროცესს. კერძოდ, სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, ანალიზსა და გრაფიკულ ვიზუალიზაციას. სკოლაში იგეგმება ერთი სამოდელო გაკვეთილის ჩატარება გეოგრაფიასა და ისტორიაში.

Share on: