ივერი ჭელიძის სახელობის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი გაიმართა სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის 4-12 კლასელები.
ფინალურ მატჩში პირველ საფეხურზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ MYP მე-6 და PYP მე-5ბ კლასის მოსწავლეები, მეორე საფეხურზე – MYP მე-8 და AHS მე-9 კლასები, ხოლო მესამეზე – AHS მე-11 და AHS მე-12.
გაიმარჯვეს MYP მე-6, MYP მე-8 და AHS მე-12 კლასების მოსწავლეებმა, შესაბამისი თანმიმდევრობით.
გამარჯვებული გუნდის წევრებთან ერთად, ევროპული სკოლისგან, საჩუქრები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულ მოსწავლეებს: საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.
ჩემპიონატში მონაწილეები დააჯილდოეს ევროპული სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ და ბატონმა ივერი ჭელიძემ, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ესწრება ჩემპიონატის მსვლელობას. აღსანიშნავია, რომ მესამე საფეხურის გამარჯვებული ამერიკული სკოლის მე-12 კლასი წარმოადგენს ივიკოს ყოფილ კლასს, ამიტომაც ამ გამარჯვებას ისინი განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.

Share on: