”ევროპული სკოლა” და კომპანია ”Future Laboratory” ერთობლივი ინოვაციურo პროექტი "ინვესტიცია მომავალში"

2018 წლის სექტემბრიდან ”ევროპული სკოლა” და კომპანია ”Future Laboratory” ერთობლივ, ინოვაციურ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია სკოლა STEM (Science, Technology Engineering and Math) ფორმატის სასწავლო დაწესებულებად გადაიქცეს, შექმნას ინფრასტრუქტურა ინოვაციებისათვის, ბავშვებს გადასცეს ცოდნა და უნარები, რომელიც მათ მაღალ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს მომავალში.

სკოლის ბაზაზე შეიქმნება მომავლის პროფესიების სასწავლო ინოვაციების ცენტრი, სადაც სკოლის მოსწავლეები 1-12 კლასების ჩათვლის დაეუფლებიან ისეთ პერსპექტიულ მიმართულებებს, როგორიც არის: ინდუსტრიული რობოტოტექნიკა, 3D მოდელირება და 3D ბეჭვა, მომავლის სამრეწველო დანადგარების გამოყენება, ინდუსტრიული დიზაინი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და სხვა.

მთავარი მიზანი იქნება, მოსწავლეებმა ”ევროპულ სკოლაში” სწავლის პროცესში თანმიმდევრულად მიიღონ ის ცოდნა და უნარჩვევები, ასევე შეხება იქონიონ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი იდეები კონკრეტულ ინოვაციურ პროექტებად და სტარტაპებად გარდაქმნან.

STEM სკოლის კონცეფციის ჩამოყალიბებას და ინოვაციური პროცესების მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Future Laboratory, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომავლის პროფესიების განვითარების სფეროში როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

 

Share on: