შეხვედრა ევროპული სკოლის კურსდამთავრებულ სალომე ვაჩეიშვილთან

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, ევროპულ სკოლაში სასიამოვნო სტუმარი გვეწვია – ჩვენი კურსდამთავრებული სალომე ვაჩეიშვილი. სალომე ამჟამად გერმანიაში, Bard College Berlin-ში მუშაობს მიღების სამსახურის მრჩეველისა და რეკრუიტმენტის კოორდინატორის პოზიციაზე.
როგორც IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის) პროგრამის ყოფილმა მოსწავლემ, სალომემ მარტივად იპოვნა სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებთან საერთო ენა და ინტერაქტიულ ინფო-სესიაზე პირადი გამოცდილებიდან მისცა რჩევები დამსწრეებს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მომავალი პროფესიული მიმართულებისა და სასურველი უნივერსიტეტის არჩევას უკავშირდება.
სალომემ ასევე ისაუბრა ლიბერალური ხელოვნების განხრით განათლების შესახებ და ძალიან საინტერესოდ და მარტივად გასაგებად ახსნა ეს კონცეფცია, რომლის ნათლად გაგებაც ხანდახან სტუდენტებსა და განათლების სფეროს სპეციალისტებსაც კი უჭირთ.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ევროპული სკოლის მომდევნო თაობებს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

Share on: