მენეჯერის მისალმება

ძვირფასო მშობლებო, პატივცემულო კოლეგებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ევროპულ საბავშვო  ბაღში.“ ჩვენს ბაღში ბავშვები იღებენ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. ოჯახთან ერთად საბავშვო ბაღი დიდ როლს ასრულებს მათ ემოციურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებაში.  ჩვენთან პატარებს დახვდებათ  სიყვარულით სავსე გარემო, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ, ბედნიერად და დაფასებულად იგრძნობენ. “ევროპული საბავშვო ბაღის“ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებს იყვნენ მოტივირებულნი, ცნობისმოყვარენი, მაქსიმალურად გამოხატონ თავი სწავლის პროცესში და ჩამოყალიბდნენ მუდმივი ცოდნის მაძიებლად.

მე, როგორც “ევროპული საბავშვო ბაღის“  მენეჯერი ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ბაღში გატარებული თითოეული დღე დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება ჩვენი პატარებისთვის.

მარიამ ნადირაძე

“ევროპული საბავშვო ბაღის“  მენეჯერი